დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სწავლის დაწყებასთან ერთად, მოსალოდნელია, რომ სკოლაში ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდეს, რის შემდეგად, საპასუხო ღონისძიებებზე სკოლის ხელმძღვანელობა ეპიდემიოლოგებთან ერთად იმსჯელებს.
„გუშინ სწავლა დაიწყო საქართველოში – I-VI კლასელები მივიდნენ სკოლებში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მოგეხსენებათ, განათლების გარეშე არაფერი არ არსებობს. ამიტომ, ყველა სკოლაში უნდა იცვებოდეს ის წესები და ის პროტოკოლები, რაც შემუშავებულია. თუ რამე ხდება და რა თქმა უნდა მოსალოდნელია, რომ იყოს ინფიცირების შემთხვევა. გადაწყვეტილება თუ რა უნდა მოხდეს – სკოლის დახურვა, სართულის დახურვა თუ კლასის დახურვა და ა.შ. ეს უნდა იქნეს მიღებული სკოლის ხელმძღვანელობის და ეპიდემიოლოგების ერთობლივი განხილვისა და გადაწყვეტილების საფუძველზე“, – აღნიშნა გამყრელიძემ.
დღეს გამართულ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ აჭარის მოსახლეობას მოუწოდა, რომ პირბადეები ღია სივრცეებშიც ატარონ. ასევე, მისი რეკომენდაციით, უმჯობესია, რომ დიდ ქალებეში მცხოვრები მოქალაქეები, განსაკუთრებულად კი მოხუცები და რესპირატორული დაავადბების მქონე პირები შეამცირებენ გარეთ გასვლას.