უკრაინული მედიის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისაუბრა დონალდ ტრამპის შესაძლო პრეზიდენტობაზე და განაცხადა, რომ საფრთხეს ვერ ხედავს. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ამერიკელი ხალხი არჩევანს ტრამპზე შეაჩერებს, უკრაინა მასთან მუშაობას გააგრძელებს.
„ჩვენ ტრამპის პრეზიდენტობაზე ჯერ ვერ ვისაუბრებთ, რადგან მადლობა ღმერთს აშშ-ის პრეზიდენტს ირჩევს ხალხი და არავითარ სხვა ხალხს ამაზე გავლენას არ აქვს. მათ ძლიერი პატივისცემა აქვთ უკრაინის, უკრაინელი ხალხის, ჩვენი სამხედროების მიმართ და ვხედავ, რომ ნოემბერში ხალხის მიერ გაკეთებული არჩევანის მიუხედავად, ჩვენ შესაფერისს ურთიერთობას განვავითარებთ.
შესაბამისად, ვერ ვხედავ დიდ საფრთხეს. რაც შეეხება ომის დასასრულს, რა არის პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის ხედვა? ჩემთვის მხოლოდ ზოგადი მოსაზრებებია გასაგები. ვფიქრობ, თუ ბატონი ტრამპი გახდება პრეზიდენტი, ჩვენ ვიმუშავებთ. ამის არ მეშინია”, – განაცხადა მან.