თბილისის მოქმედი მერი და „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი კახა კალაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება გახარიას გუნდის მიერ ძმები არველაძეებიდან ერთ-ერთის სავარაუდოდ, მერობის კანდიდატად დასახელებას.
სოციალური ქსელების ერთ-ერთი მომხმარებელი კალაძის ბოლო facebook-პოსტზე დაწერა შეკითხვა – „გახარია არველაძეს აყენებს კანდიდატადო და დაგერხა?“, რაზეც კახა კალაძე პასუხობს – „თუ უნდა სამივე დააყენოს ;)“.
დღეს, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ჟურნალისტების შეკითხვებს პასუხობდა. კითხვაზე მოსალოდნელია, თუ არა მერობის კანდიდატად არჩილ არველაძის ან შოთა არველაძის წარდგენა, გიორგი გახარიამ უპასუხა: „უნდა ელოდოთ“.