„კრიზისი საქართველოში განიმუხტება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკური დევნა შეწყდა, ანუ პოლიტიკური პატიმრების (მელია და რურუა) გათავისუფლება და დასხდომა საუბრისთვის, როგორ მივდივართ ვადამდელ თავისუფფალ სამართლიან არჩევნებამმდე“, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გიგა ბოკერიამ განაცხადა.
„ევროპული საქართველოს“ ლიდერი ამბობს, რომ თუ ვინმეს ჰქონდა ილუზია, რომ ევროკავშირის ყურადღება ეპიზოდური იყო, ასე არ არის და ეს ვიზიტი ამის დასტურია.
ბოკერიამ თავი შეიკავა პროგნოზისგან, რა სახეს მიიღებს ხელისუფლებაზე დაანონსებული ზეწოლა. მან ასევე არ ისაუბრა იმაზე, რა პოზიცია მოისმინა შარლ მიშელისგან სხვადასხვა საკითხზე.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი თბილისში გუშინ, 28 თებერვალს ჩამოფრინდა.
ის უკვე შეხვდა პრეზიდენტ ზურაბიშვილსა და პრემიერ-მინისტრს, და მოინახულა საოკუპაციო ხაზი.