„თუ ყოველ მეორე ნიუსად კრიმინალს გავაშუქებთ, შთაბეჭდილება შეიქმნება რომ კრიმინალმა იმატა“ - სესიაშვილი

პუბლიკა

„თუ ყოველ მეორე და მესამე ნიუსად გავუშვებთ კრიმინალურ ფაქტებს, მაშინ მოსახლეობას დარჩება შთაბეჭდილება, რომ ქვეყანაში კრიმინალმა იმატა, მაგრამ რეალურად კრიმინალი ქვეყანაში არ გაზრდილა“, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

„ძალიან რთულია მოსახლეობას ესაუბრო კრიმინოგენურ მდგომარეობაზე, როდესაც ყოველდღიურად ეთერში უყურებს სხვადასხვა ფაქტს, მათ შორის მკვლელობას, ძარცვას, ყაჩაღობას და ა.შ. არის სტატისტიკა, რომელიც ბევრს არ მოსწონს, მაგრამ ეს რეალობაა და ამ სტატისტიკის მიხედვით, მძიმე დანაშაულებები ქვეყანაში წინა ხელისუფლების მმართველობასთან შედარებით შემცირდა 2,5-3-ჯერ. გასაგებია, რომ წინასაარჩევნო ვითარებაში ვიმყოფებით და პოლიტიკური ოპონენტები ცდილობენ, რომ სიტუაცია დაძაბონ იმიტომ, რომ მთლიანად ამ წლების განმავლობაში ატარებენ ამ საინფორმაციო პოლიტიკას, რომ ქვეყანაში მძიმე სიტუაციაა, აპოკალიფსია, ეკონომიკა იღუპება და ა.შ“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.