„თუ ყველა მივალთ არჩევნებზე, ჩვენ ვართ მობილიზებულები, უმრავლესობა იქნება ოპოზიციის. დავსხდებით, შევკრავთ უმრავლესობას, გარდაუვალია რიგგარეშე არჩევნები” , – ამის შესახებ ოპოზიციის ნაწილის მხარდაჭერის მქონე საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.
„მთავარი გარანტია არგაყალბების და მშვიდობიანი ცვლილების არის ბევრი ხალხი უბნებზე, არ აქვს მნიშვნელობა, ვის აძლევთ ხმას, ბევრი ხალხი უბნებზე ნიშნავს, რომ ვერ აყალბებენ და მშვიდობიანად ხდება ცვლილება.
2 – 3 ოქტომბერს ღამე შეიკვრება კვალიციური უმრავლესობები ძალიან ბევრ ადგილას თბილისის ჩათვლით, პირდაპირ გეუბნებით. გამარჯვება ნიშნავს ამას – შეიკვრება კვალიციური უმრავლესობები და დაიწყება ჩვენს პარნტიორებთან ერთად მოლაპარაკებები რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე, ეს არის”, – განაცხადა ხოშტარიამ.
მოძრაობა „დროას“ დამფუძნებელი, ელენე ხოშტარია ოპოზიციის ნაწილმა საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად წარადგინა.
ელენე ხოშტარია არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარესთან, ნიკა მელიასთან ერთად იბრძოლებს, რომელიც ოპოზიციის ნაწილმა თბილისის მერობის კანდიდატად წარადგინა. თბილისის ვიცე-მერის კანდიდატურა კი პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლებიდან“ იქნება.