დედაქალაქი მერი და მმართველი პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე ამბობს, რომ ვერ ხედავს იმაში პრობლემას, თუ სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს.
„არ ვიცი, რამდენად შეძლებს მაგის გარისკვას, თუმცა მანდაც ვერ ვხედავ პრობლემას, თუ სააკაშვილს შეიწყალებს, არის კონკრეტული სხვა საქმეები.
ამასთან დაკავშირებით არაერთი განცხადება იქნა გაკეთებული შესაბამისი უწყებების მხრიდან, რაზეც მიმდინარეობს გამოძიება, მოჰყვება შესაბამისი რეაგირება შესაბამისი ორგანოების მხრიდან”, – თქვა მან ტელეკომპანია იმედის ეთერში.