თუ ზურაბიშვილი შეიწყალებს გვარამიას, გამოდის, რასაც გვარამია ეძახდა, იყო სწორი - კობახიძე

პუბლიკა

„ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „მთავარი არხის” დირექტორს, ნიკა გვარამიას შეიწყალებს, „გამოდის, რასაც ნიკა გვარამია სალომე ზურაბიშვილს ეძახდა, მართალი ყოფილა”.

„როდესაც კონკრეტული ადამიანი შენ გეძახის რეზიდენტს და მერე აღარ მინდა გავიმეორო, რას გეძახის, ამის მერე თუ კიდევ ფიქრობ ასეთი პიროვნების შეწყალებაზე, მაშინ ადასტურებ, რომ ეს გამონათქვამი ყოფილა სწორი. რასაც ეძახდა გვარამია ზურაბიშვილის, გამოდის, რომ ის ყოფილა მართალი და ის ყოფილა სწორი, თუ ის დათანხმდება ამ პიროვნების შეწყალებას. ნუ ეს არის სალომე ზურაბიშვილის გადასაწყვეტი”, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ წინასწარ არ იცის, რას გადაწყვეტს ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტი. „ჩვენ არ ვართ სალომე ზურაბიშვილი, და ვერ ვიტყვით, რას იზამს“, – ამბობს კობახიძე. მან კიდევ ერთხელ თქვა, რომ პრეზიდენტთან ხელისუფლება პოლემიკაში შესვლას აღარ აპირებს.