თუკი ამის საფუძვლიანი საჭიროება გაჩნდება, პირველი მე შევუწყობ ხელს - მელია პარტიული რეიტინგის გაზომვაზე

პუბლიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ „მთავარი არხის“ ეთერში პარტიაში თავის რეიტინგთან დაკავშირებით ისაუბრა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე: „ფიქრობთ თუ არა, რომ პარტიაში თქვენი ლეგიტიმაცია შესამოწმებელია? ბევრი ადამიანი თვლის… არ არიან კმაყოფილები თქვენით”, მელია პასუხობს, რომ ამის საფუძვლიანი საჭიროება არ არსებობს, ხოლო თუ ვინმე ამ საფუძველს გამოკვეთს, პირველი იქნება ის, ვინც ამას სწორ დროს შეუწყობს ხელს.

„ან მე რატომ უნდა ვიყო კმაყოფილი ან ჩვენი უახლოესი მოკავშირე, როდესაც მიზანი ჯერ არ არის მიღწეული; რატომ უნდა გვქონდეს იმის მოლოდინი, რომ ამ რუსულ ავტოკრატიაში ოპოზიცია, მათ შორის მთავარი ოპოზიციური პარტია იქნება საუკეთესო ფორმაში?! ასეთი მოცემულობა რომ დადგეს, ე.ი. ავტოკრატია არ გვქონია.

თუკი რამე მომაყენებს შეურაცხყოფას, თუკი რამეთი თქვენ შეგიძლიათ, მე მომაყენოთ შეურაცხყოფა, იმ განცდის დატოვება, არათუ პირდაპირ თქმა, რომ ნიკა მელია, პარტია „ნაციონალურ მოძრაობაში” სავარძელს ებღაუჭება… თუკი ამის განწყობა პარტიაში იქნება, პირველი მე შევუწყობ ხელს სწორ მოცემულ კონკრეტულ დროში…

თქვენ გგონიათ, რომ პარტია „ნაციონალურ მოძრაობაში“ უნდა დავიყოთ რამდენიმე ჯგუფად და პაექრობა გავმართოთ იმ ვითარებაში, როდესაც თუნდაც მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არის ისეთი, როგორიც არის?

ამის დრო მოვა… თუკი ამის საფუძვლიანი საჭიროება გაჩნდება, პირველი მე შევუწყობ ხელს. ორჯერ პარლამენტის მანდატი მაქვს მაგიდაზე დადებული და ისე ვარ გამოსული, თანამდებობა მე არაფერში მჭირდება, ისევე, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ არც ერთ ლიდერს.

თქვენ ასე წარმოგიდგენიათ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ კაბინეტში შეხვალთ, იქ არის კაბინეტი და სადაც შედიხარ, იკეტები და და რას აკეთებ? თქვენ გგონიათ, რომ ჩვენი ყოველდღიური რუტინული შრომა ესაა? ამიტომ, ერთ ადამიანსაც თუ ექნება ამის საფუძვლიანი მოთხოვნა…”, – განაცხადა მელიამ.