ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, არსებული რეგულაციების დაცვა არის საერთო პასუხისმგებლობა და იმ შემთხვევაში თუ შემსუბუქების პირობებში რეგულაციები სათანადოდ არ იქნება დაცული, შეზღუდვების კვლავ დაწესება გახდება საჭირო.
„ჩვენ ვერ გამოვრიცხავთ, რომ მომავალში ასეთმა გახსნებმა შესაძლოა გარკვეული გაუარესებაც გამოიწვიოს ეპიდვითარების, ამიტომ ჩვენ ხაზს ვუსვამთ და პრემიერ-მინისტრმაც ამაზე ისაუბრა, რომ ეს არის ერთობლივი პასუხისმგებლობა, პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, არის ჩვენი საკმაოდ მაღალ დონეზე, მაგრამ ასევე ეს პასუხისმგებლობა უნდა გაიზიაროს ყველა იმ ბიზნესმა ვისაც ჩვენ ახლა ვხსნით, იმიტომ რომ ეს არ არის უპირობო გადაწყვეტილება, ჩვენ ვიტოვებთ უფლებას თუკი დავინახეთ, რომ მიუხედავად ჩვენი მკაცრი კონტროლისა და ჩვენი მოწოდებებისა, რომ მომხმარებლებმა ვინც მივა რესტორანში ან სავაჭრო ცენტრში არ დაიცვეს რეგულაციები, არ გამოიყენეს პირბადე, იგივე სარესტორნო ბიზნესი, დავინახეთ რომ არ ასრულებს პროტოკოლს, არ იცავს შეზღუდვებს, არ იცავს სავალდებულო ტესტირების მოთხოვნებს, ამთავითვე ვაფრთხილებთ, რომ ჩვენთვის ადამაინების ჯანმრთელობა არის უპირატესი და ჩვენ მოგვიწევს კვლავ შეზღუდვების დაწესება რისი გაკეთებაც არ გვინდა აქედან გამომდინარე ეს არის საერთო პასუხისმეგბლობა“,- განმარტა თურნავამ.