პარტია „მოქალაქეების” დეპუტატმა, ქეთი თურაზაშვილმა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცახდებების დროს სოციალურ დახმარებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მმართველი პარტიის ხელში „დაშინების ინსტრუმენტად” იქცა.
„როცა დასავლეთში ადამიანებს ვხვდებოდი, სხვადასხვა ქალაქის წარმომადგენლებისგან ვისმენდი ერთსა და იმავეს, რომ გაცილებით მეტ პენსიონერს უნდოდა შეხვედრაზე მოსვლა და განცხადების დაწერა, მაგრამ ეშინოდათ. ასევე, იყო შემთხვევები, რომ შვილებმა დაუშალეს, რადგან შეეშინდათ, რომ სოციალურ დახმარებას მოუხსნიდნენ.
ეს კარგად გვაჩვენებს, რომ ზოგადად სოციალური დახმარება იქცა ზეწოლის ინსტრუმენტად „ქართული ოცნების” ხელში და მე ეს ყველაფერი მახსენებს ჩვენი ოკუპანტი მეზობლის ქვეყანაში არსებულ ვითარებას, სადაც ადამიანების დაშინება ჩვეულებრივი ამბავია”, – აღნიშნა მან.