თურქეთმა უკრაინას მარიუპოლის მეტალურგიული ქარხნის, „აზოვსტალის“ შენობიდან დაჭრილი მებრძოლების საზღვაო ევაკუაცია შესთავაზა – თურქეთის პრეზიდენტის მრჩეველმა იბრაჰიმ კალინმაReuters-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მან ეს შეთავაზება ორი კვირის წინ კიევში პირადად განიხილა უკრაინის პრეზიდენტთან და მიუხედავად იმიას, რომ მოსკოვი თანახმა არ არის, შეთავაზება „კვლავ ძალაშია“.
როგორც პრეზიდენტის მრჩეველი ამბობს, გეგმის მიხედვით, „აზოვსტალიდან“ დაჭრილებს სახმელეთო გზის გავლით მიიყვანდნენ ბერდიანსკის პორტში, რომელიც მარიუპოლის მსგავსად აზოვის ზღვის პირას მდებარეობს, იქ თურქული გემი დახვდებოდათ და შავი ზღვის გავლით სტამბოლში გადაიყვანდნენ.
„თუ ეს შესაძლებელია, ამას სიხარულით გავაკეთებთ. ჩვენ მზად ვართ. ფაქტობრივად, ჩვენი გემი მზად არის, რომ წავიდეს და გადმოიყვანოს დაჭრილი ჯარისკაცები, სხვა მოქალაქეები“, – განაცხადა კალინმა.
უკრაინის ვიცეპრემიერი, ირინა ვერეშჩუკი აცხადებს, რომ მარიუპოლის მეტალურგიული ქარხნის, „აზოვსტალის“ შენობიდან არა 38, არამედ 60 ადამიანის შესაძლო ევაკუაციაზე უკრაინა მოლაპარაკებას აწარმოებს რუსეთთან. მისივე თქმით, საქმე ეხება ექიმებსა და მძიმედ დაჭრილებს.
„იქ რამდენიმე ასეული დაჭრილია, პირველ რიგში ისინი უნდა გადავარჩინოთ, რადგან რუსეთი ერთბაშად ყველაფერზე არ დაგვთანხმდება. პირველ რიგში, უნდა გამოვიყვანოთ მძიმედ დაჭრილები და ექიმები, მათი რაოდენობა 60-ია“, – განაცხადა ირინა ვერეშჩუკმა.
ვიცეპრემიერის ინფორმაციით, აზოვსტალში 1000-ზე მეტი უკრაინელი მებრძოლი იმყოფება.