ტურისტულ სექტორს 2021 წლის ქონების გადასახადი ჩამოეწერება – მთავრობა

პუბლიკა

მთავრობის გადაწყვეტილებით, ტურისტულ სექტორს 2021 წლის ქონების გადასახადი ჩამოეწერება. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

როგორც მან თქვა, მთავრობამ შეისწავლა აღნიშნულ სექტორში არსებული გამოწვევები და ვინაიდან, კოვიდის გამო ყველაზე მეტად ეს სექტორი დაზარალდა, ისინი 2021 წლის ქონების გადასახადს აღარ გადაიხდიან.

„კოვიდის გამო ყველაზე მეტად ეს სექტორი დაზარალდა, მათ შორის – სასტუმრო და სარესტორნო ინდუსტრია, მთლიანობაში და ამიტომ 2021 წლის ქონების გადასახადს აღარ გადაიხდის ეს სექტორი. დეტალებზე კონკრეტულად მოგახსენებენ ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრები და ვფიქრობ, ეს იქნება მნიშვნელოვანი დახმარება ამ სექტორისთვის,“ – აღნიშნა პრემიერმა.