ეკონომიკის მინისტრის თქმით, სააფთიაქო ქსელებში ქვეყნის მასშტაბით ორ დღეში ქართული წარმოების მრავალჯერადი გამოყენების დოლბანდის პირბადეები იქნება ხელმისაწვდომი და მისი ფასი 50 თეთრი იქნება.
„კარგი ინფორმაციით მინდა დავიწყო. დღეიდან ჩვენი წარმოების ქართული პირბადეები გავუშვით სააფთიაქო ქსელებში, საწყის ეტაპზე 400 ათასი პირბადე შევა სააფთიაქო ქსელებში. ორი დღე იქნება საჭირო რომ საქართველოს მასშტაბით წამყვან სააფთიაქო ქსელებში გადანაწილდეს. ყველაზე გვიან, შაბათ დღეს იქნება შესაძლებელი ქვეყნის მასშტაბით ქართული წარმოების მრალვაჯერადი პირბადეების შეძენა”, – განაცხადა ნათია თურნავამ.
მისი თქმით, იმისთვის, რომ მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი იყოს, თითო ცალი 50 თეთრად გაიყიდება. მისივე თქმით, ეს არის სუბსიდირებული ფასი.