თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი - როგორი ეპიდემიური სურათია მეზობელ ქვეყნებში

პუბლიკა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა.

საქართველოს მოსაზღვრე ქვეყნებში ეპიდსურათი შემდეგნაირად გამოიყურება.

ბოლო მონაცემებით, სომხეთში Covid 19-ით ინფიცირების 1111 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან გამოჯანმრთელებულია 297 და გარდაცვლილია 44 ადამიანი.

ბოლო ინფორმაციით, თურქეთში ახალი კორონავირუსული ინფექციით 65 111 ადამიანია ინფიცირებული. ვირუსისგან განიკურნა  4 799, ხოლო გარდაცვლილია 1 403 ადამიანი. [შენიშვნა: ბოლო 24 საათის მონაცემები ჯერ არ განახლებულა].

worldometers ინფორმაციით, აზერბაიჯანში 1 253 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გამოჯანმრთელებულია 404 და გარდაცვლილია 13 ადამიანი.


ახალი კორონავირუსით ყველაზე მეტი ინფიცირებულია აშშ-ში – 613,886 ადამიანი. მათ შორის, გამოჯანმრთელდა 40,271, დაიღუპა 40,271.