Worldometers-ის ბოლო მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულია 290 ადამიანი, მათგან გამოჯანმრთელებულია 18 ხოლო 6 პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაში რჩება.
აზერბაიჯანში ინფიცირებულია 93 პირი. კორონავირუსით გარდაიცვალა 2 პაციენტი. გამოჯანმრთელებულია აზერბაიჯანის 2 მოქალაქე, ხოლო 6 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.
კორონავირუსის 2433 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება თურქეთში. მათგან გარდაცვლილია 59 პაციენტი. 26 გამოჯანმრთელებულია ქვეყნის მაშტაბით, ხოლო 136 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.
840 დადასტურებული შემთხვევაა რუსეთში. გარდაიცვალა 3 პირი. გამოჯანმრთელებულია 38 და კრიტიკულია 8 პაციენტის მდგომარეობა.
ირანში კორონავირუსის 2,389 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ჯამში ინფიცირებულია 29,406 ადამიანი. მათგან გარდაცვლილია 2,234 მოქალაქე, ხოლო 10,457 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
Worldometers მონაცემებს ყოველ 24 საათში ანახლებს.