ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, თურქეთიდან იმპორტირებული წამლების შეძენა 7 დიდ სააფთიაქო ქსელშია შესაძლებელი. მათი ცნობით, იაფი მედიკამენტები „ფარმადეპოს“, „ავერსის“, „PSP-ს“, „იმპექსის“, „GPC-ს“, „ფარმსახლის“ და „დოიჩე აფთიაქის“ ქსელშია ხელმისაწვდომი.
სამინისტროში ამბობენ, რომ თურქეთიდან იმპორტირებული პრეპარატებისა და მიმწოდებელი ფარმაცევტული დაწესებულებების სია მუდმივ რეჟიმში იზრდება.
„სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო სამკურნალო საშუალებებს პროაქტიულად არეგისტრირებს. აღნიშნული წესით, სააგენტომ უკვე 213 პრეპარატი დაარეგისტრირა, რომელთა ქვეყანაში შემოტანა, ფარმაცევტულ კომპანიებს კიდევ უფრო გამარტივებული წესით შეუძლიათ, “- ამბობენ ჯანდაცვაში.
ჯანდაცვის ცნობით, თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შედეგად, მედიკამენტების ფასი, საშუალოდ, 60-80%-ით შემცირდა.
სამინისტროს ინფორმაციით, მედიკამენტების ჩამონათვალი და აფთიაქების მისამართები, სადაც მათი შეძენა არის შესაძლებელი ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.moh.gov.ge/uploads/files/2022/15.04.2022.pdf