Reuters-ის ცნობით, თურქეთის პოლიციამ სტამბოლის ცენტრში ქალების საერთაშორისო დღეზე შეკრებილი ათეულობით ქალის წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა.
„თავდაპირველად აქციაზე, დროშებით და ბანერებით, რამდენიმე ასეული ქალი იკრიბებოდა, მაგრამ პოლიციამ ჩახერგა სტამბოლის ერთ-ერთი ქუჩა, რათა აქციის მონაწილეებს ქუჩაზე შესვლა არ შეძლებოდათ“, – წერს Reuters.
საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო წერს, რომ პოლიციამ ხალხის დიდი ნაწილი დაარბია და აქციის მონაწილეთა ნაკადს „ისტიკლალის“ ქუჩაზე მსვლელობის უფლება არ მისცა. სტამბოლის გუბერნატორმა მეტროსადგურების ნაწილების დახურვა გადაწყვიტა, რათა მთავარ მოედანზე მიმავალი ყველა გზა გადაეკეტათ.