თურქეთის რესპუბლიკის საელჩო თურქეთში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების მსურველთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს.
გთავაზობთ განცხადებას:
„საქართველოს მთავრობის #164 დადგენილებაში შეტანილი ცვლილების საფუძველზე, 2020 წლის 4 აგვისტოდან საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ დასაქმდნენ თურქეთში სეზონურ სამუშაოებზე. საქართველოს უწყებების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დროებითი დასაქმებისათვის თურქეთის რესპუბლიკაში წასვლის მსურველ საქართველოს მოქალაქეებს უნდა გააჩნდეთ თურქეთში დამსაქმებლის მიერ გამოგზავნილი, ნოტარიულად დამტკიცებული სამ თვიანი მოწვევა, სადაც აღნიშნული იქნება დასაქმებულის პირადი მონაცემები.
საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ეს რეგულაცია არეგულირებს საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან თურქეთში სამუშაოდ წასვლის წესს. აღსანიშნავია, რომ თურქეთში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების მსურველმა საქართველოს მოქალაქეებმა უნდა დაიცვან თურქეთის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესებიც.
2017 წლიდან მოქმედებს პროგრამა „YUMI-NET“-ი. იგი შექმნილია შავი ზღვის რეგიონის 6 რაიონში (სამსუნი, ორდუ, ტრაპიზონი, რიზე, გირესუნი, ართვინი) ჩაისა და თხილის სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებზე დამატებითი სამუშაო ძალის მოზიდვის მიზნით „საერთაშორისო სამუშაო ძალის შესახებ #6735 კანონის“ 13-ე მუხლის შესაბამისად. პროგრამა საქართველოს მოქალაქეებს ერთი კალენდარული წლის განმავლობაში მაქსიმუმ 90 დღინი ვადით ათავისუფლებს სამუშაო ნებართვისაგან.
უცხოელებს, რომლებსაც აქვთ სურვილი ისარგებლონ სამუშაო ნებართვისგან გათავისუფლების წესით, უნდა დარეგისტრირდნენ თურქეთის რესპუბლიკის ოჯახის, შრომისა და სოციალური სამსახურის სამინისტოს ვებგვერდზე „YUMI-NET“-ის პროგრამაში (http://yuminet.ailevecalisma.gov.tr) და შეავსონ მოთხოვნილი ინფორმაცია (პასპორტში/პასპორტთან გათანაბრებულ დოკუმენტში ან პირადობის მოწმობაში მითითებული პირადი ინფორმაცია ან უცხო ქვეყნის პირადი ნომერი; თურქეთში ვიზით/ვიზის გარეშე მყოფებმა – თურქეთის ტერიტორიაზე შესვლის თარიღი; თურქეთში ბინადრობის უფლების მქონე პირებმა – ნებართვის გაცემისა და ამოწურვის თარიღები).
აღნიშნულ ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირებულმა უცხოეთის მოქალაქეებმა სამუშაო ადგილის მიხედვით უნდა მიმართონ ადგილობრივ მმართველ უწყებას და წარადგინონ: ელ. სისტემის მიერ მათთვის მინიჭებული პირადი ნომერი, თურქეთის საზღვრის კვეთის თარიღი ან ბინადრობის უფლების გაცემისა და ამოწურვის თარიღები, რეგისტრაციის ნომერი, რეგისტაციის დოკუმენტი და სხვა მოთხოვნილი საბუთები (ვიზით/უვიზოდ თურქეთში მყოფებმა – პასპორტი/პასპორტთან გათანაბრებული დოკუმენტი; თურქეთის ტერიტორიაზე პირადობით შესულმა პირებმა – პირადობა და სასაზღვრო-გამშვები პუნქტის მიერ გაცემული საზღვრის კვეთის დოკუმენტი; თურქეთში ბინადრობის უფლების მქონე უცხოელმა პირებმა – პასპორტი/პასპორტთან გათანაბრებული დოკუმენტი ან ბინადრობის უფლება).
ამგვარად, საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებსაც სურთ თურქეთში ჩაისა და თხილის სამუშაოებზე დასაქმება, აუცილებლად უნდა დარეგისტრირდნენ ინტერნეტით: „YUMI-NET“-ის ელექტრონულ პროგრამაში, ხოლო შემდგომ მიმართონ სამუშაო ადგილის მიხედვით ადგილობრივ მმართველ უწყებას და იქ გაიარონ რეგისტრაცია.
სეზონური სამუშაოების გარდა სხვა სფროში დასაქმების მსურველებმა უნდა აიღონ სამუშაო ნებართვა”. – ნათქვამია განცხადებაში.