თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინაში ჩავიდა

პუბლიკა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ უკრაინაში, ქალაქ ლვოვში ჩავიდა. ის უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას შეხვდა.

„ანტალიის შემდეგ ამჯერად ლვოვში შევხვდი ჩემს უკრაინელ კოლეგას. გამოვთქვი ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ვაგრძელებთ მუშაობას მუშაობა ომის დასასრულებლად და ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად,” – დაწერა მევლუთ ჩავუშოღლუმ Twitter-ზე.

ის ასევე წერს, რომ დმიტრო კულებასთან შეხვედრის შემდეგ კიდევ ერთი შეხვედრა ჰქონდა ყირიმელ თათრებთან.