თურქეთის სამხრეთ ნაწილში, ჰათაის პროვინციაში 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია თურქეთის უბედური შემთხვევებისა და საგანგებო სიტუაციები მართვის სამსახურზე (AFAD) დაყრდნობით ავრცელებს. სამი წუთის ინტერვალით ამავე პროვინციაში კი 5,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რომლის ეპიცენტრი სამანდაგის რაიონში მდებარეობდა. მოჰყვა თუ არა მიწისქვეშა ბიძგებს ნგრევა, უცნობია.