თურქეთის დასავლეთ ნაწილში ძლიერი მიწისძვრა იყო – ბიძგები იგრძნობოდა სტამბოლსა და მიმდებარე პროვინციებში.
თურქეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს (AFAD) ინფორმაციით, 6,2 მაგნიტუდის მიწისძვრა სტამბოლის სანაპიროსთან, ადგილობრივი დროით 12:49 საათზე მოხდა.
AFAD-ის განცხადებით, მიწისძვრის ეპიცენტრი სტამბოლის გარეუბანში, სილივრის სანაპიროსთან დაფიქსირდა. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ცნობით, შედეგებისა და ზარალის შესაფასებლად მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები.