თურქეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მომხდარი ავარიის შედეგად, სულ მცირე, 11 ადამიანი დაიღუპა, 50-ზე მეტი — დაშავდა.
ავარია მოიცავს 7 ავტოტრანსპორტს, მათ შორის, 3 ავტობუსს და სატვირთო მანქანას.
რამ გამოიწვია შემთხვევა, ჯერჯერობით დადგენილი არ არის.
კერძო თურქული ტელეარხის, NTV-ის ცნობით, მიზეზი ნისლი და დაბალი ხილვადობაა.