თურქეთში დააკავეს 7 ჟურნალისტი, რომლებიც კორონავირუსზე მუშაობდნენ. ინფორმაციას ორგანიზაცია RSF („რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“) ავრცელებს.
მათი თქმით, ჟურნალისტები დაკავებული არიან „პანიკის გავრცელების“ ბრალდებით.
“ადგილობრივ ჟურნალისტებს ეკრძალებათ Covid 19-ის შემთხვევების გამოაშკარავება და მათ ამ საკითხებზე მუშაობისას შეზღუდული აქვთ გადამოწმების შესაძლებლობაც“, – წერს ორგანიზაცია.
თურქეთში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსული ინფექციის 1236 შემთხვევაა დადასტურებული. გარდაცვლილია 30 ადამიანი.
[1/2] #Turkey #coronavirus: 7 journalists from #Antalya, #Kocaeli & #Bartın arrested within a week for revealing new cases of death or + tested people & charged with ‘spreading panic’. Local journalists are forbidden to disclose #COVID19 cases & deprived of verification tools. pic.twitter.com/9SRGv1NX9t
— RSF in English (@RSF_en) March 23, 2020