თურქეთში, ხოფასთან, ავტობანზე კლდე ჩამოიშალა, არის მსხვერპლი

პუბლიკა

თურქეთში, ქალაქ ხოფასთან ავტობანზე კლდე ჩამოიშალა.

დიდი ზომის ლოდები ტრაილერებს დაეცა. თურქული მედია წერს, რომ შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა.

მედიის ცნობით, შემთხვევა შავი ზღვის სანაპირო გზაზე ხოფასა და ქემალფაშას შორის დილის 08:10 საათზე მოხდა, ლოდების ჩამოშლა მეწყერმა გამოიწვია.