თურქეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 2000-ს გადააჭარბა

პუბლიკა

Worldometers-ის მონაცემებით, თურქეთში კორონავირუსით ამ დროისთვის 2376 ადამიანია გარდაცვლილი. ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა კი 100 000-ს მიუახლოვდა. ბოლო მონაცემებით, თურქეთში 98 674 შემთხვევაა დაფიქსირებული.

თუმცა ბოლო დღეებია, ქვეყანაში ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევათა დინამიკა აღარ იმატებს. დღეს თურქეთში ინფიცირების 3083 შემთხვევაა აღრიცხული. გარდაიცვალა 117 ადამიანი.

ყოველდღიური მონაცემებით, თურქეთში ინფიცირების შემთხვევათა პიკი 11 აპრილს იყო – 5138 ინფიცირებული, ბოლო ორი დღის განმავლობაში კი 4600-ზე მეტი შემთხვევა აღრიცხეს.

ერთ დღეში კორონავირუსით გარდაცვლილთა ყველაზე მეტი რაოდენობა კი 19 აპრილს დააფიქსირეს, როცა ვირუსით 127 ადამიანი გარდაიცვალა.