სულ მცირე 28 ადამიანი დაიღუპა თურქეთში, ბართინის პროვინციაში, მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად.
58 გადარჩენილი მაღაროელიდან 11 საავადმყოფოებში მკურნალობს ამბობს – თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციების ხელმძღვანელი, ფაჰრეთინ ალთუნი.
აფეთქების მომენტში 100-ზე მეტი ადამიანი 300 მეტრ სიღმეზე იმყოფებოდა.
მაღაროში, როპმელიც ბართინის პროვინციაში მდებარეობს აფეთქება გუშინ მოხდა. სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში 150 ადამიანია ჩართული.