თურქეთში გამთენიისას მომხდარ მიწისძვრას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 5 კი დაშავდა. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის სულეიმან სოილუს თქმით, 5.7 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი ვანის რეგიონში თურქეთ-ირანის საზღვართან ახლოს დაფიქსირდა.
ირანის საზღვართან მდებარე სოფლებში, სადაც ათეულობით სახლი დაინგრა სამაშველო ჯგუფები მუშაობენ. ირანის ოფიციალური პირების თქმით, მიწისძვრის ეპიცენტრის გარშემო ირანის ტერიტორია დაუსახლებელია, ამიტომ თურქეთისგან განსხვავებით მიწისძვრის შედეგად იქ არავინ დაშავებულა.