საგარეო საქმეთა სამინისტროში თურქეთში მიძისძვრის შედეგად საქართველოს მოქალაქის დაღუპვას ადასტურებენ.
„თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში შევიდა ინფორმაცია მიწისძვირს შედეგად ქ. ანთაქიაში საქართველოს მოქალქის ნ.ზ. გარდაცვალების შესახებ.
საქართველოს დიპლმატიური წარმომადგენლობა კავშირზეა როგორც დაღუპულის ოჯახის წევრებთან, ასევე თურქეთის შესაბამის უწყებებთან, “- უთხრეს „პუბლიკას“ სამინისტროში.
თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს, გაზიანთეფის პროვინციაში 7.8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრას, რომელიც ღამით, 04:17 საათზე დაფიქსირდა, მოჰყვა ნრგევა და მსხვერპლი. თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბოლო მონაცემებით, დაღუპულების რიცხვი 1 200 ადამიანს აღწევს.