თურქეთში რუსული სახანძრო თვითმფრინავი ჩამოვარდა – გარდაიცვალა ბორტზე მყოფი რვავე პირი

პუბლიკა

თურქეთში რუსული სახანძრო თვითმფრინავი, Be-200 ჩამოვარდა. ინფორმაციას „ინტერფაქსის“ სააგენტოზე დაყრდნობით Reuters ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ავიაკატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი რვავე პირი გარდაიცვალა.

თვითმფრინავი თურქეთის სამხრეთით, ქალაქ ადანაში ჩამოვარდა. ის ტყის ხანძრების ჩასაქრობად გამოიყენებოდა. ავიაკატასტროფის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.

თვითმფრინავში რუსეთის 5 მოქალაქე იყო, ხოლო 3 – თურქეთის.