თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 მაისს გაიმართება

პუბლიკა

თურქეთის მოქმედმა პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა არჩევნების პირველ ტურში გამარჯვება ვერ შეძლო. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 მაისს გაიმართება.

თურქეთის საარჩევნო საბჭოს ხელმძღვანელის განცხადებით, წინასწარი შედეგებით, ერდოღანმა მიიღო ხმების 49.51%, მის მთავარ კონკურენტს, ქემალ ქილიჩდაროღლუს კი – 44.88%.

ბოლო მონაცემებით, დათვლილია ხმების 99.87%, რაც საბოლოო შედეგს ვერ შეცვლის იმ შემთხვევაშიც, თუკი თითოეული ხმა მოქმედი პრეზიდენტის სასარგებლოდ იქნება.