თურექთში მოქმედ პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანსა და მის კონკურენტ, კემალ კილიჩდაროღლუს შორის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.
პირველი ტური 14 მაისს ჩატარდა. თურქეთის საარჩევნო კომისიის მიხედვით, ერდოღანმა ხმათა 49.5% მიიღო, ხოლო კილიჩდაროღლუმ – 44.8%.
საარჩევნო უბნები თბილისის დროით 6 საათზე დაიხურება, რის შემდეგაც წინასწარი შედეგების გამოცხადება დაიწყება.