საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF ) twitter-ზე წერს, რომ რამდენიმე დღის წინ მათ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომ თურქმენეთში სიტყვა „კორონავირუსი“ აიკრძალა, სიმართლეს არ შეესაბამება.
„ინფორმაცია, რომელიც გამოქვეყნდა 31 მარტს RSF-ის საიტზე, სამწუხაროდ, იყო არასწორი. სიტყვა კორონავირუსი არ აკრძალულა თურქმენულ მედიაში. ბოდიშს ვუხდი ჩვენს მკითხველს“, – წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რამდენიმე დღის წინ ორგანიზაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თურქმენეთში სიტყვა – „კორონავირუსის“ გამოყენება აიკრძალა. მათი თქმით, ამ ნაბიჯით ხელისუფლება პანდემიაზე ყოველგვარი ინფორმაციის დამალვას ცდილობდა, რითაც საფრთხეს უქმნიდა თავის მოქალაქეებს.