„თუშეთი: ჩემი მემკვიდრეობა" - საქართველოს ეროვნული ფონდი კონკურსს აცხადებს

პუბლიკა

„თუშეთი: ჩემი მემკვიდრეობა” – საქართველოს ეროვნული ფონდი კონკურსს აცხადებს.

კონკურსი მსოფლიო მემკვიდრეობის ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „თვითმყოფადი თუშეთი, ეკო-ტურიზმის სიცოცხლისუნარიანი კერა საქართველოში” ფარგლებში ტარდება.

კონკურსი მიზნად ისახავს თუშეთის კულტურული მემკვიდრეობის ცნობადობის გაზრდასა და შენარჩუნების წახალისებას. კონკურსის ფარგლებში დაწესებული ჯილდო გადაეცემათ პირებს, რომლებმაც განსაკუთრებული თავდადება და ახლებური მიდგომა გამოიჩინეს თუშეთის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საქმეში.

კონკურსში მონაწილეობისთვის იწვევენ ადგილობრივი თემების წარმომადგენლებს, განსაკუთრებით, ახალგაზრდებს (ასაკის ქვედა ზღვარი 18 წელი).

თუშეთი: ჩემი მემკვიდრეობა 2021 წლის საკონკურსო განაცხადები მიიღება იმ პირებისგან, რომლებმაც:

► შეინარჩუნეს ან აღადგინეს თუშეთის კულტურული მემკვიდრეობა, მაგალითად: სახლი, კოშკი, კარი, კიბე, ფანჯარა. ერთიანი სივრცის თუ ცალკეული არქიტექტურული დეტალის შესანარჩუნებლად მათ გამოიყენეს ტრადიციული მეთოდები. ასეთი მიდგომის მაგალითებს შეგიძლიათ გაეცნოთ საქართველოს ეროვნული ფონდის ვებგვერდზე www.nationaltrustofgeorgia.org.ge

► შემოქმედებითად მიუდგნენ თუშეთის კულტურულ მემკვიდრეობას, გამოიყენეს სწორი მეთოდოლოგია, რათა მისი ავთენტური ხასიათი შეენარჩუნებინათ და მნიშვნელოვნად გაითვალისწინეს პრაქტიკული დანიშნულებაც.

საკონკურსო განაცხადი უნდა შეიცავდეს მიღწეული შედეგის მოკლე აღწერას და დასურათებას.

კონკურსი ითვალისწინებს შემდეგ პრიზებს გამარჯვებულთათვის:

  • მთავარი ჯილდო – 600 ლარი
  • მეორე ჯილდო ორი პრიზიორისთვის – 400 ლარი

ყველა გამარჯვებული მიიღებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვისთვის საგანგებო დამსახურების სერტიფიკატს.

განცხადების მიღების ბოლო ვადა: 5 სექტემბერი;

კონკურსში მონაწილეობისთვის შესავსები დოკუმენტების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე;