თუშეთის გზაზე დიდი სიმაღლიდან ავტომობილი ხევში გადავარდა. „პუბლიკა“ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისგან ელოდება დაზუსტებულ ინფორმაციას.
„რეგინფო“ ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვანო ნასყიდაშვილზე დაყრდნობით იუწყება, რომ ავტომობილში ორი ადამიანი იმყოფებოდა – ერთი ადგილობრივი, ერთი კი – უცხოელი. ნასყიდაშვილის ცნობით, დაღუპულია ადგილობრივი.
თუშეთის გზა ერთ-ერთი ყველაზე რთული სატრანსპორტო მონაკვეთია საქართველოში და ავტოსაგზაო შემთხვევები თითქმის ყოველ წელს ხდება. უღელტეხილზე დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო, გზა ოქტომბრის ბოლოს იკეტება და მაისის შუა რიცხვებამდე ვერ ხსნიან. წელს გზა 19 მაისს გაიხსნა.