პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი საფრანგეთის არჩევნების შედეგებს ეხმაურება და აცხადებს, რომ მოსკოვის იმედგაცრუება, ხოლო კიევის შვება საკმარისია ვარშავის ბედნიერებისთვის.
„პარიზში ენთუზიაზმი, მოსკოვში იმედგაცრუება, კიევში შვება – ეს საკმარისია, რომ ვარშავაში ბედნიერები ვიყოთ”, – წერს ის პლატფორმა X-ზე.
საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის არჩევნებში მემარცხენე პარტიების კოალიცია „ახალმა სახალხო ფრონტმა” გაიმარჯვა.
ოფიციალური ინფორმაციით, „ახალმა სახალხო ფრონტმა” ეროვნულ ასამბლეაში 182 მანდატი მოიპოვა.
პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის კოალიცია „ერთად“ მეორე ადგილზე გავიდა. პარტია 168 მანდატს დაიკავებს.
ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენის „ეროვნული გაერთიანება“ კი მესამე ადგილზეა 143 მანდატით.