„*იდარასტების ტუსოვკა გაუქმდა. საქართველოს მოსახლეობის დამსახურებაა! ორი დღეა ვამტკიცებ, რომ ხალხმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რა გვინდა, ვისთან გვინდა და სად ვხედავთ ჩვენს სამშობლოს“,- „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე პრაიდ ფესტივალის ჩაშლას ჰომოფობიური პოსტით გამოეხმაურა.
„მოგვიწია ტერიტორიის დატოვება. სამართალდამცველებმა ვერ შეძლეს ტერიტორიის დაცვა. განხორციელდა ევაკუაცია სამარშუტო ტაქსებით“,- ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი პრაიდი“ ავრცელებს.
ორგანიზაციის შეფასებით, დღეს განვითარებული მოვლენები მიანიშნებს, რომ „თავდასხმა წინასწარ კოორდინირებული და შეთანხმებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ძალადობრივ დაჯგუფება ალტ-ინფოს შორის.“
2023 წლის პრაიდის კვირეული თბილისში 2 ივლისს დახურული ღონისძიებით გაიხსნა, 6 ივლისს კი საერთაშორისო ლგბტქი კონფერენცია გაიმართა აქტივისტების, დიპლომატების, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებისა და სხვათა მონაწილეობით. 8 ივლისს დასკვნითი ღონისძიება პრაიდ ფესტივალი გაიმართება.
დღეს დილიდან ჰომოფობიური ჯგუფები აორგანიზებენ ძალადობას და ფესტივალის ჩაშლა სურდათ. მათ ლისის მიმდიბარე ტერიტორიაზე, სადაც ფესტივალი უნდა გამართულიყო პოლიციის კორდონი არაერთხელ გაარღვიეს, იყო ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის.