„ტვ პირველის“ ცნობით მათ ჟურნალისტს მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორს გიორგი შეწირულს ბესიკის ქუჩაზე თავს დაესხნენ. გაიტაცეს „ტვ პირველის“ სამაუწყებლო აპარატურა.
როგორც ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე ჰყვება ე.წ. ტიტუშკები მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ და ტექნიკა წაართვეს. ასევე აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას.
„მიკროფონი წაიღეს, კამერა წაიღეს, ორივეს გვირტყეს, გვეძახდნენ, რას აშუქებთ თქვე ბო*ებო? პატრული აქ იდგა, ამ ადგილას და აქ მოხდა შემთხვევა. რეაგირება არ მოახერხეს, უბრალოდ წავიდნენ. დაგვესხნენ თავს, გვირტყეს, მაროდიორები არიან შავი ნიღბებით”- ამბობს ჩიხლაძემ.
ამ წუთებში ისინი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადას საავადმყოფოში გადაჰყავს.
თავდასხმამდე ისინი აშუქებდნენ შავებში ჩაცმულ ჯგუფებს, რომლებიც რეუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებში ხალხს ფიზიკურად უსწორდებოდნენ.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, „ტვ პირველის” თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით გამოძიება დაიწყო.