„TV პირველის“ ჟურნალისტის თქმით, ბოლო 3 დღეში სახლი ორჯერ გაუქურდეს

პუბლიკა

ოზურგეთში „TV პირველის“ რეპორტიორის, ნატო გოგელიას სახლი ბოლო 3 დღის განმავლობაში ორჯერ გაქურდეს – ამის შესახებ ჟურნალისტი თავის Facebook-გვერდზე წერს. მისი თქმით, ჩამსხვრეულია ფანჯრები და დაზიანებულია ნივთები.

„3 დღის წინ მე სახლში არ ვიყავი, მაგრამ მითხრეს, რომ იყო გაქურდული, მოვედი, პოლიციასთან ერთად გავაღე. აღმოჩნდა, რომ წაღებული იყო ტელევიზორი, „რესივერი“, ანტენა, სახლი იყო გადაბრუნებული და დაკარგული იყო მეხსიერების ბარათიც, თუმცა ჩავთვალე, რომ რიგითი ქურდობა იყო, სახლი აღიძრა და დღეს რაც ვნახე, ფაქტობრივად მთელი აღარაფერია დარჩენილი. ღირებული ნივთები, რაც იყო ამ სახლში, ის დატოვებულია… იქიდან გამომდინარე, რომ 3 დღის წინ მოხდა ქურდობა და აქ იყო მართლა ძალიან ბევრი პოლიციელი და ამ დროს ასეთი ამბავი ხდება, ლოგიკურად რაღაც ეჭვები არის“, – აცხადებს ნატო გოგელია.

გამოძიების შესახებ ინფორმაციას „პუბლიკა“ შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.