„ტელეკომპანია პირველის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, ნოდარ მელაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ წალკაში ტელევიზიის გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ – ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტსა და ოპერატორს, დააზიანეს აპარატურა.
მელაძის ინფორმაციით, გადამღები ჯგუფი წალკაში ქუჩაში გამოსული ხალხის პრობლემების გასაშუქებლად იყო ჩასული.
„გამგებელი და მისი ბიძინა, რომელიც არაფორმალური მმართველია ფიზიკურად გაუსწორდა, ჩვენს ჟურნალისტსა და ოპერატორს, დააზიანეს სამაუწყებლო აპარატურა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia ძალადობის წამახალისებლები რომ ხართ ამ ქვეყანაში, ბერას პირადი მცველი ოჯახის წევრების წამებით რომ გვემუქრებდნენ და გამოძიებაც კი რომ არ დაიწყეთ, აი ამის შედეგია“, – წერს მელაძე.
„პუბლიკა“ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. ინფორმაცია განახლდება.