„TV პირველის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის საქმეზე 1 პირი დააკავეს

პუბლიკა

პოლიციამ „TV პირველის” გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით 1967 წელს დაბადებული გ.ა. წალკაში დააკავა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ გ.ა. მიმდინარე წლის 30 ივნისს წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში ტელეკომპანია „პირველის” ჟურნალისტსა და ოპერატორს დაუპირისპირდა, მათ შეურაცხყოფა მიაყენა და პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში უკანონოდ შეუშალა ხელი”, – ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება ძალადობისა (სსკ-ის 126-ე) და ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის (154-ე) მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.