ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას ინფორმაციით, „tv პირველის“ ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
„ჩვენს თანამშრომელს კორონა დაუდასტურდა. მისი ინფიცირების წყარო ცნობილია. ესაა ოჯახური კონტაქტი, უკვე დავუკავშირდით ამირან გამყრელიძეს და ველოდებით დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციებს. იმედია, ყველაფერი მშვიდობით დამთავრდება“, – წერს ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განახლებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსით ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 1773-ია. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 4-ით გაიზარდა.