„TV პირველის“ მფლობელი ვატო წერეთელი აცხადებს, რომ ტელევიზიასთან პოლიციაა მობილიზებული.
„უპრეცედენტო რაოდენობის პოლიცია მოვიდა, სავარაუდოდ ჩვენკენ მოდიან“, – ამის შესახებ ვატო წერეთელი საკუთარ Facebook გვერდზე წერს.
„პუბლიკა“ დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს. უწყებიდან „პუბლიკას“ განუცხადეს, რომ არკვევენ ინფორმაციას.