ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, თვის ბოლოს ქვეყანაში „ასტრაზენეკას“ ვაცინის 50 000-მდე დოზა შემოვა.
„თვის ბოლოს საქართველოში შემოვა ასტრაზენეკას შემდეგი მოცულობა საქართველოში. ეს იქნება 50 000-მდე დოზა. შემდეგი დოზა შემოვა მაისში. ეს გადაწყვეტილება მიიღო კოვაქსის პლატფორმამ. ჩვენ ვიცით, რომ თითოეულ ვაქცინას აქვს საკმაოდ მოკლე ვარგისიანობის ვადა. ასევე, ჯანდაცვის სამინისტრო ინტენსიურად მუშაობს ფაიზერთან, შეთანხმება 1 მილიონ დოზაზე არის მიღწეული და ჩვენ ვმუშაობთ იმ დოზებისა და თარიღების დადგენაზე, რომლითაც ფაიზერი საქართველოს მოაწვდის შეთანხმებულ დოზებს. მოდერნასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს მუშაობა, თუმცა მოსახლეობას ამის შესახებ ვერ მივაწვდით კონკრეტულ ინფორმაციას, რადგან მოლაპარაკება მიმდინარეობს”. – ამბობს ტიკარაძე.
20 აპრილის მონაცემებით, ქვეყანაში სულ აიცრა 31 091 ადამიანი.