„თვითმიზანი არ არის ევროპა, რომ შევიდეთ იქ და შეურაცხყოფა მოგვაყენონ და სიცრუის მთელი კასკადი პირდაპირ სახეზე ააფარონ ჩვენს მოსახლეობას, ასეთი რამ ჩვენ არ გვინდა“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.
მისი თქმით, თუ უსამართლო გადაწყვეტილებები მიიღება, სააკაშვილი დემოკრატიის შუქურად გამოცხადდება, ხოლო ნიკა გვარამია მედიის მეტრად, ასეთ შემთხვევაში „ევროპა თვითმიზანი არ არის“.
„რატომ გვინდა ევროპა? რისთვის გვინდა იმ ოჯახში დაბრუნება, სადაც არის ჩვენი ადგილი, სიმართლე და სამართლიანობა, მაგრამ, სადაც უსამართლო გადაწყვეტილებები მიიღება, თუ ასეთი რამ მოხდა, სადაც შავზე თეთრს გეტყვიან, სადაც დაუსაბუთებელი და სიცრუეზე დაფუძნებული გადაწყვეტილება იქნება, სადაც კასტილიან ადამიანს და მეგისა ქარდავას დემოკრატიის მამებად მოიხსენიებენ, სააკაშვილს დემოკრატიის შუქურად და გვარამიას მედიის მეტრად, რა თქმა უნდა, ეს არის ქართველი ხალხის შეურაცხყოფა და ჩვენ იმიტომ არ გვინდა, თვითმიზანი არ არის ევროპა, რომ შევიდეთ იქ და შეურაცხყოფა მოგვაყენონ და სიცრუის მთელი კასკადი პირდაპირ სახეზე ააფარონ ჩვენს მოსახლეობას, ასეთი რამ ჩვენ არ გვინდა. ჩვენ გვინდა ის ევროპული ღირებულებები, რომელი ღირებულებებითაც ევროპულმა სასამართლომ თქვა იმ რეზოლუციაში სამარცხვინოდ ჩაწერილ სააკაშვილზე, რომ დიახ, ეს არის დანაშაულის ვერტიკალში მყოფი…“, – თქვა მან.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, კანდიდატობის სტატუსი ამ რეზოლუციის თანხლებით იქნება თუ არა მისაღები „ქართული ოცნებისთვის“, ღუდუშაურმა მხოლოდ ის უპასუხა, რომ რეზოლუციას არ ცნობენ და არ აღიარებენ.
„ამ რეზოლუციას არ ვცნობთ, არ ვაღიარებთ ამ რეზოლუციას. მილიონჯერ გვითქვამს, რომ ამ რეზოლუციას აქვს ნული ფასი“, – თქვა ალუდა ღუდუშაურმა.