სოციალურ ქსელ Twitter-ის ბორდი თანახმაა, 44 მილიარდი დოლარის შეთავაზების სანაცვლოდ კომპანია მილიარდერ ილონ მასკს მიჰყიდონ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ილონ მასკმა, რომელმაც შეთავაზება 2 კვირის წინ გააკეთა, განაცხადა, რომ ტვიტერს უზარმაზარი პოტენციალი აქვს, რომლის განვითარებაც მას შეუძლია. მან ასევე შეზღუდვების შემსუბუქების და ყალბი ანგარიშების აღმოფხვრით ცვლილებების სერიაც დააანონსა.
BBC-ის ცნობით, ფირმამ თავდაპირველად უარყო მასკის შეთავაზება, მაგრამ ახლა აქციონერებს სთხოვს, ხმა მისცენ გარიგების დამტკიცებას.
ილონ მასკი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია. ჟურნალ Forbes-ის მიხედვით, მისი ქონება 273,6 მილიარდ დოლარს შეადგენს, ძირითადად ელექტრომობილების მწარმოებელ Tesla-ში წილის გამო, რომელსაც ის მართავს. ის ასევე ხელმძღვანელობს კოსმოსურ ფირმას SpaceX-ს.