Twitter-მა შეზღუდვები დაუწესა რუსეთის 300-ზე მეტ სახელისუფლებო ანგარიშს, მათ შორის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს.
შეზღუდული ანგარიშები Twitter-ის მომხმარებლების კედელზე აღარ გამოჩნდება, არც რეკომენდაციისა და არც შეტყობინებების განყოფილებაში.
კომპანიაში აცხადებენ, რომ იმოქმედებენ ნებისმიერი ქვეყნის წინააღმდეგ, ვინც „ღია ინტერნეტთან წვდომას ზღუდავს, პარალელურად კი შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობს“.
Twitter-ის გამოყენება რუსეთში მას შემდეგ შეიზღუდა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.
ამჟამად პუტინს ორი ოფიციალური გვერდი აქვს სოციალურ ქსელში
Twitter-ის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ერთი მხრივ, რუსეთში სოციალურ ქსელებთან წვდომის შეზღუდვა და მეორე მხრივ, რუსი მაღალჩინოსნების მიერ ამ ქსელების გამოყენება საკუთარი პოზიციების წარმოსაჩენად „ქმნის საზიანო საინფორმაციო დისბალანსს“.