Twitter-სა და Odnoklassniki-ს საქართველოში თანაბარი რაოდენობის მომხმარებელი ჰყავს | IRI

პუბლიკა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ახალი საზოგადოებრივი აზრის კვლევა გამოქვეყნდა.

კვლევის მიხედვით, შეკითხვაზე, რომელ ტელეარხებს ენდობიან ყველაზე მეტად?  – ყველაზე მეტი ასახელებს ტელეკომპანია „იმედს“, მერე მოდის „მთავარი არხი, შემდეგ „რუსთავი 2“, შემდეგ კი „TV პირველი“.

კვლევის მიხედვით, შეკითხვაზე კვირის განმავლობაში რამდენჯერ იყენებ ინტერნეტს? – 65% პასუხობს, რომ ყოველდღე, 24% – არასდროს, 5% – 4-6-ჯერ კვირაში, 4% ამბობს, რომ 1-3-ჯერ კვირაში.

შეკითხვაზე, რომელ სოციალურ ქსელებს იყენებთ ყველაზე ხშირად? – მოსახლეობის 96% პასუხობს, რომ Facebook-ს. 21% იყენებს Instagram-ს, ხოლო 3% Twitter-სა და Odnoklassniki-ს.

 

კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის, დოქტორ რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“ მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით.

შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 75 პროცენტი. კვლევა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.