ტყიბულელი მეშახტეები ხელფასის გაზრდის მოთხოვნით მე-5 დღეა გაფიცული არიან. პროფკავშირების გაერთიანების წარმომადგენელი თამაზ დოლაბერიძე „პუბლიკასთან“ აცხადებს, რომ ტყიბულში მეშახტეების მოთხოვნები ძალაში რჩება და ისინი უარს ამბობენ კომპანიის წინადადებაზე.
„ჩემი ინფორმაციით, გაფიცვა გრძელდება. კომპანიის მხირდან 2 დღეა პრინციპში უკვე გაკეთებულია შემოთავაზება, მაგრამ მეშახტეები არ თანმხდებიან. შემოთავაზების შინაარსი არის ის, რომ ხელფასს ვერ მოვუმატებთ, მაგრამ ბონუსურ სისტემას გავაკეთებ უახლოესი ორი თვის განმავლობაშიო. მეშახტეები კვლავ ითხოვენ ხელფასის გაზრდას. გაფიცვა 400-მა თანამშრომელმა წამოიწყო, დანარჩენები კი შეუერთდნენ სოლიდარობის ნიშნად, თანაც ისინი ისედაც ვერ გააგრძელებდნენ მუშაობას, რადგან საწარმოო პროცესი პარალიზებული“, – აცხადებს „პუბლიკასთან“ თამაზ დოლაბერიძე.
3 ივლისიდან ტყიბულში, წარუმატებელი მედიაციის შემდეგ, შპს „საქნახშირის“ მოძრაობის უბნის თანამშრომლები გაიფიცნენ.
„გაფიცვა მოძრაობის უბნის და ზედაპირული კომპლექსის 400-მდე თანამშრომელს მოიცავს და ისინი ხელფასების გაზრდას ითხოვენ – როგორც თავად ამბობენ, ამჟამად მათი ხელფასი შეადგენს 450-800 ლარს (პოზიციების მიხედვით), რაც მათი თქმით შესრულებული სამუშაოს სიმძიმისა და სამომხმარებლო პროდუქტებზე დღეს არსებული ფასების შესაბამისი არ არის“, – წერია პროფკავშირების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც მეშახტე ბესიკ სეფერთელაძე აცხადებდა, ისინი 4 თევა, ხელფასის მატებას უშედეგოდ მოითხოვდნენ, რადგან 500 ლარით ოჯახის შენახვა უჭირთ.