ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის ოლქის ხმების 100% დათვლილია. ამ დროისთვის ეს არის პირველი ოლქი, სადაც ხმების 100% დათვლილია.
ამ ოლქში მეორე ტური გაიმართება.
პარტიების ხმები ასე განაწილდა:
- ბეჟან წაქაძე, ქართული ოცნება — 49,15%;
- კახა გეწაძე, ენმ – ძალა ერთობაშია — 27,01%;
- გიგი წერეთელი, ევროპული საქართველო — 12,44%;
- ანა ბიბილაშვილი, ლელო — 3,48%;
- ოთარ შაორშაძე, პატრიოტთა ალიანსი — 2,18%;
- სამსონ გუგავა, ლეიბორისტული პარტია — 0,81%;
ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით 3847 უბნიდან დათვლილია 3726 უბანი (96,85).